TuttoJuve

Juve per sempre sarà

ემერი:“ იუვენტუსი ძლიერია, მაგრამ ჩვენ ნეგატიური სვლის დასრულება გვსურს“

ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ტრავმირებულები ? ჩვენ ლაზარეთდან კონსა და კამარა დაგვიბრუდნენ, ონანა და რემზი კი ვერ დაგვეხმარებიან.

„იუვენტუსი ? მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, დაცვაში ძალიან ორგანიზებულები არიან და შეუძლიათ თამაში როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე.

„ვლაჰოვიჩის არყოფნა ? იუვენტუსში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია და ჩვენ მათ წინააღმდეგ მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

„ჩვენ არც თუ ისე კარგი პერიოდი გვაქვს და პოზიტიური შედეგის მოპოვებას ხვალ ჩვენი ქომაგების წინ ვეცდებით.“

30 views
error: დაცული კონტენტი !