დუგლას ლუისს ფორესტში დარჩენამდე 6 მატჩი აშორებს
დუგლას ლუისის ნოტინგჰემ ფორესტში საბოლოოდ დარჩენის შანსი იზრდება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს სეზონის სტარტზე, 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში 28 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ ლუისი მინიმუმ 15 მატჩში 45 წუთი ითამაშებს სავალდებულო გახდება.
ამ მომენტისთვის ლუისმა მოედანზე 45 წუთი საჭირო 15-დან 9 შეხვედრაში გაატარა, ფორესტის დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით კი მოსალოდნელია, რომ ლუისი საჭირო ნიშნულს მიაღწევს და იუვენტუსი მის სანაცვლოდ კარგ ფინანსურ შევსებას მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
