TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დიბალა:“ იუვენტუსი უბრალოდ გუნდი არ არის, ეს ცხოვრების სტილია…“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა პაულო დიბალამ Sports Illustrated-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის ტურინულ გრანდში თამაშის პერიოდიც გაიხსენა.

„იუვენტუსი ? ეს უბრალოდ გუნდი არ არის, ეს ცხოვრების სტილია, შენ იქ წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდები, რადგან იუვენტუსში ფრეც კი წაგების ტოლფასია, ამიტომ გამარჯვების მოსაპოვებლად მთელი კვირის განმავლობაში დაუღალავად მუშაობ.

„ბუფონის, კიელინის, ბარძალის და ბონუჩის მსგავსი ლიდერების მოსმენა და მათ გვერდით მუშაობა განვითარებაში გეხმარება. მატჩების დაწყებამდე ტუნელებში ჩვენი მეტოქეების საუბრები გვესმოდა, მათ იცოდნენ, რომ იუვენტუსის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდათ, მათი ერთადერთი სურვილი ცოტა გოლის გაშვება იყო, რაც ამ გუნდის სიდიადეზე მიუთითებს.“

error: დაცული კონტენტი !