დი ლორენცოს იუვენტუსში სურს და სხვა წინადადებებს არ განიხილავს
La Repubblica-ს ინფორმაციით, ჯოვანი დი ლორენცოსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და იტალიელი ფეხბურთელი სხვა გუნდების წინადადებას არ განიხილავს.
წყაროს ცნობით, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ჯოვანის გასამრჯელო სეზონში 4.5 მილიონი ევრო იქნება.
მთავარი პრობლემა აურელიო დე ლაურენტისია, რომლის დამოკიდებულება იუვენტუსის მიმართ ყველასთვის კარგად არის ცნობილი და მას გუნდის კაპიტანის ტურინში გაშვება არ სურს, თუმცა თავად ფეხბურთელის პოზიცია მოლაპარაკებებში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს.