დი ლივიო:“ დერბიში გამარჯვება იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ მოახლოებულ ტურინულ დერბიზე ისაუბრა.
„წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, ტორინოს არც თუ ისე კარგი პერიოდი უდგას, ამიტომ იუვენტუსთან შეხვედრას კიდევ უფრო დიდი მოტივაციით შეხვდება და ბიანკონერი ამისთვის მზად უნდა იყოს.
„ტორინო იუვენტუსთან დაპირისპირებას ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება, ეს ჩემ დროსაც ასე იყო, ამიტომ ჩვენ სახლში 3 ქულის წასაღებად ყურადღებით ყოფნა მოგვიწევს.
„პროგნოზი ? იუვენტუსმა სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს, ამისთვის კი უდინეზესთან გამარჯვების შემდეგ დერბიში 3 ქულის აღებაა საჭირო, ეს როგორც სატურნირო ცხრილის, ასევე მენტალური კუთხით მნიშვნელოვანია, სანაკრებო პაუზის წინ ნეგატიური შედეგი გუნდზე ცუდად იმოქმედებს.
„მოტას იუვე ? გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად არ მუშაობს.
„სხვაობა მოტასა და ალეგრის შორის ? მე მათი შედარება არ მომწონს, ალეგრი გასნხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა, ის პატივისცემას იმსახურებს, რადგან იუვენტუსს უამრავი ტიტული მოუტანა. მე მოტას იდეები, მისი სარისკო გადაწყვეტილებები და უფრო გახსნილი თამაშის სტილი ძალიან მომწონს.
„ლოკატელი ? მისი პროგრესით გაკვირვებული არ ვარ, რადგან მოტას თამაშის სტილი მანუელს უფრო შეეფერება.
„ვლაჰოვიჩი ? ვლაჰოვიჩი ძალიან კარგი ფორვარდია, თუმცა ის უფრო სტაბილური უნდა გახდეს და მომენტების რეალიცაზია უკეთ მოახერხოს. ის ზოგჯერ ზედმეტად იზოლირებულია, რაც დიდწილად ნახევარდაცვის პასიურობის ბრალია.“