TuttoJuve

Juve per sempre sarà

დი კანიო:“ იუვენტუსი ნაპოლისა და მილანზე უკეთესია“

პაოლო დი კანიომ გადაცემა Sky Calcio-ში ბოლონიასთან მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსი ამ მომენტისთვის ნაპოლისა და მილანზე უკეთესი გუნდია. ტურინელები მოედანზე ყოველთვის მოტივირებულები არიან და აჩვენებენ, რომ მიზნის მიღწევა ნებისმიერ ფასად სურთ.

„სპალეტი შესანიშნავად მუშაობს, ფეხბურთელები მის იდეებსა და მენტალიტეტს იზიარებენ და ფაქტი, რომ ლუჩიანომ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში რჩება, მათ შორის კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.

„ვფიქრობ, იუვენტუსი ამ სეზონში მეორე ადგილისთვის იბრძოლებს, მომდევნო სეზონში კი ინტერის მთავარი კონკურენტი იქნება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !