TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდისთვის იუვე, მილანი და ინტერი იბრძოლებენ

ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მსურველთა სია სულ უფრო იზრდება.

კანადელი ფორვარდი გასულ დღეებში იუვენტუსსა და ინტერს დაუკავშირეს, თუმცა Tuttomercato-ს ცნობით, დევიდის მსურველთა სიას მილანი, ასევე პრემიერ ლიგის გუნდები შეუერთდნენ.

დევიდის მიმდინარე კონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება. არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ფეხბურთელის გაფორმება შედარებით დაბალ ფასად ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სცადოს და შემდგომში კონკურენცია თავიდან აირიდოს…