TuttoJuve

Juve per sempre sarà

დევიდი, ოპენდა, კონსეისაუ, ჟეგროვა – იუვენტუსის შეტევაში რევოლუცია იგეგმება

მიმდინარე სეზონში იუვენტუსის შეტევა გუნდის უდდიეს სუსტ წერტილად იქცა. გუნდის ახალწვეულები, მათ შორის დევიდი, ოპენდა და ჟეგროვა მოლოდინებს ვერ ამართლებენ და ზაფხულში ამ პრობლემის მოგვარება გუნდის პრიორიტეტი იქნება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს არკადიუშ მილიკს დაემშვიდობება, ასევე არ არის გამორიცხული დევიდის, ოპენდას, ჟეგროვასა და კონსეისაუს გაყიდვა, ვერც ერთმა მათგანმა მოლოდინები ვერ გაამართლა და ისინი ლუჩიანო სპალეტისთვის ხელშეუხებელ ფეხბურთელებად არ მოიაზრებიან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს პირველ რიგში დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნება სურს, შემდეგ კი ახალი სამიზნეების ძებნას ლუჩიანო სპალეტისთან ერთად შეუდგება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !