დევიდი:“ იუვენტუსში თამაში ოცნების ახდენაა“
ჯონათან დევიდმა გამოცემა TSN SPORTS-თან ისაუბრა.
„როგორია იუვენტუსის სტადიონზე თამაში ? ეს წარმოუდგენელი გრძნობაა, ოცნების ახდენა. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ იქ თამაშის დროს ვარსკვლავებს უყურებ, შენი თვალები ვარსკვლავებითაა სავსე.
„ჩემი თამაში და წნეხი ? ვფიქრობ, ჩემთვის ეს სეზონი არასტაბილურია. მე ახალ გუნდში მოვედი და მინდოდა, თავი საუკეთესო კუთხით წარმომეჩინა, მაგრამ ჯერჯერობით იმდენ გოლს ვერ ვიტან, რამდენასც ვისურვებდი.
„ჭორები გასახდელში ჩემსა და თანაგუნდელებს შორის კონფლიქტის თაობაზე ? არ ვიცი, რატომ და როგორ დაიწყო ეს ჭორები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგონილია და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. გასახდელში შესანიშნავი სიტუაციაა, თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ.
„გოლის აღნიშვნა სასუოლოსთან ? ეს ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
