დელა ვალე:“ იუვენტუსსა და დევიდის აგენტს შორის პოზიტიური საუბარი გაიმართა“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ ჯონათან დევიდის სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ცოტა ხნის წინ იუვენტუსსა და ჯონათან დევიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელმაც ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. 25 წლის ფეხბურთელს იუვენტუსში თამაში უნდა და ეს თავის აგენტს უკვე დაუდასტურა.
„იუვენტუსი ცდილობს, რომ სახელფასო ჭერი 5 მილიონამდე შეამციროს, თუმცა ბიანკონერი დევიდის გასაფორმებლად გამონაკლისის დაშვებას დათანხმდა და მას ბონუსების ჩათვლით 7 მილიონს სთავაზობს.
„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ იუვენტუსი ამ მომენტისთვის გამოკვეთილი ფავორიტია.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)