დელა ვალე:“ ილდისი იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა ფაბიანა დელა ვალემ ტურინული გრანდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
„იუვენტუსს ვენეციაში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება, სასწორზე არა მხოლოდ სპორტული განვითარება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსებია.
„ილდისის შესაძლო გაყიდვა ? კენანი ტურინში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ის იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ აქ განვითარებისა და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისთვის ყველაფერი აქვს. მისი ოჯახი ტურინში თავს შესანიშნავად გრძნობს, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა არ განიხილება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენამ შესაძლოა იუვენტუსის გეგმები შეცვალოს.
„ფორვარდი ? დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსს დატოვებს, ტურინელები მის სანაცვლოდ 40-45 მილიონის გამომუშავებას გეგმავენ, მიღებული თანხა კი სხვა ფორვარდის გაფორმებას მოხმარდება. ახლა პრიორიტეტი ოსიმენია, ალტერნატივები კი ლუკმანი, რეტეგი და დევიდი გახლავთ, მათ გაფორმებას კი დაახლოები 70-80 მილიონი სჭირდება.“