TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო:“ სპალეტის გავლენა შთამბეჭდავია, ილდისი ?…“

იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სპალეტი ? ლუჩიანოს გავლენა გუნდზე შთამბეჭდავია. გუნდს დღეს მატჩებისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს, მათ თამაშის კონკრეტული სტილი აქვთ და აშკარად იგრძნობა, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის.

„მაკკენი ? უესტონი გასულ წლებშიც ძალიან საიმედო და მრავალფუნქციური ფეხბურთელი იყო, მაგრამ ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ ის სულ სხვა დონეზე ავიდა, ახლა ის გუნდს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ეხმარება, იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს, ის გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა.

„ჩემპიონთა ლიგა ? ეს არ არის სეზონი, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ფინალში აუცილებლად გავალთ. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ამიტომ იუვენტუსმა ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა იფიქროს.

„სკუდეტო ? რატომაც არა ? გუნდმა თავდაჯერებულობა, სოლიდურობა დაიბრუნა და სანამ ამის მათემატიკური შანსი არსებობს, იუვენტუსმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

„დელ პიეროსა და ილდისის შედარება ? მე ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება არ მიყვარს. კენანი შესანიშნავი ახალგაზრდაა, ის მატჩიდან მატჩამდე იზრდება და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ კენანი მის მიმართ არსებულ წნეხს უმკლავდება და თავს დიდ მატჩებშიც შესანიშნავად წარმოაჩენს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !