TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიერო:“ იუვენტუსმა დაამტკიცა, რომ გუნდში ძალიან დიდი ხარისხია“

იუვენტუსის ლეგენდამ ალექს დელ პიერომ პსვ-სთან მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსმა დღეს დაამტკიცა, რომ დაცვაში ძალიან სოლიდურია. მართალია გუნდმა არც თუ ისე აგრესიულად დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა თავისი რითმი იპოვნა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ბიანკონერი კონტრ-შეტევებზე ძალიან პროდუქტიული იყო და არც ბურთის შენარჩუნება უჭირდა, ტიაგო მოტას გუნდმა დღეს დაამტკიცა, რომ იუვენტუსს ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.

„ილდისის გოლი ? ეს დიდებული იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს კომბინაციები, რომლებიც გატანილ გოლებამდე ვნახეთ.“