TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიერო:“ ილდისმა თავისი ნიჭი დაამტკიცა, მაგრამ საუკეთესო კონსეისაუ იყო“

იუვენტუსის ლეგენდამ ალექს დელ პიერომ ინტერთან მატჩი შეაფასა.

„ველოდებოდი თუ არა იუვეს დაბრუნებას ? არა, 4-2 შემდეგ ინტერს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა და ვფიქრობ, ნერაძური დღევანდელ შეხვედრაში მოედანს იმედგაცრუებული ტოვებს.

„დი გრეგორიომ რამდენიმე შესანიშნავი ბურთი მოიგერია, რამდენიმე მომენტში კი იუვენტუსს გაუმართლა.

„ილდისი ? ის ერთი-ერთზე სიტუაციებში შესანიშნავია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუმცა ვფიქრობ, რომ მოედანზე საუკეთესო კონსეისაუ იყო.“