TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დე ძერბი იუვენტუსის ჩაბარების წინააღმდეგი არ არის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, რობერტო დე ძერბი იუვენტუსის ჩაბარების წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მარსელში თავს კარგად გრძნობს, თუმცა თუ იუვენტუსის წინადადება სერიოზული იქნება, ის სერია ა-ში დაბრუნებისა და ტურინული გრანდის ჩაბარების წინააღმდეგი არ იქნება.

დე ძერბი გარდა, იუვენტუსი ტიაგო მოტას შეცვლის კანდიდატებად რობერტო მანჩინის, ანტონიო კონტეს, სტეფანო პიოლისა და ჯან პიერო გასპეირნის მოიაზრებს.

error: დაცული კონტენტი !