დე ლაურენტისი:“ კონტეს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქომაგებთან საუბრისას ანტონიო კონტეს თაობაზე კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ ის გუნდს ტოვებს.
„მინდა კონტეს პროფესიონალურ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ის არის ადამიანი, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს. მადლობა ყველაფრისთვის, ანტონიო!“
მოსალოდნელია, რომ კონტეს ნაპოლიდან წასვლა უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დადასტურდება.