დაპირისპირება იუვენტუსსა და სულეს შორის…
იტალიური მედიის ინფორმაციით, მატიას სულესა და იუვენტუსს შორის რომაში ტრანსფერის გამო ურთიერთობა საგრძნოლად გაუარესდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსმა სულეს განუცხადა, რომ ის ან პრემიერ ლიგის წინადადებას მიიღებს, ან იუვენტუსში დარჩება და NextGen-ის რიგებში ითამაშებს, თავად ფეხბურთელს კი კარიერის რომაში გაგრძელება უნდა.
იუვენტუსი სულეს რომაში გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ ჯალოროსი წინადადებას 35 მილიონ ევრომდე გაზრდის.