დანილოს მსურველი არაბეთშიც გამოუჩნდა
იტალიურ მედიაში დანილოს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.
ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელი გასულ კვირებში ნაპოლის არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, პარტენოპეის კონკურენციას არაბული ალ-ნასრი გაუწევს.
წყაროს ინფორმაციით, ალ-ნასრი დანილოს იანვარში გაფორმებას ეცდება და ნაპოლის დამარცხებას ბრაზილიელისთვის მსუყე ფინანსური პირობების შეთავაზებით გეგმავს.