TuttoJuve

Juve per sempre sarà

ცუდი სეზონის მიუხედავად, Allianz Stadium-მა რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა

მიმდინარე სეზონი იუვენტუსს სპორტული თვალსაზრისით არც თუ ისე პოზიტიური გამოუვიდა, თუმცა გუნდის ცუდი თამაში ქომაგების ენთუზიაზმზე არ აისახება.

ხვალინდელ მატჩში უდინეზეს წინააღმდეგ იუვენტუსის სტადიონი კიდევ ერთხელ შეივსება, ეს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 19 შეხვედრაში მე-17-დ მოხდება, რაც Allianz Stadium-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მიმდინარე სეზონში საშუალოდ იუვენტუსის საშინაო მატჩებს 40,240 ქომაგი ესწრება, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

40 views
error: დაცული კონტენტი !