TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩელსის ვინგერი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი ფედერიკო კიეზას პოტენციური შემცვლელების ძებნას აგრძელებს და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის სასურველი ფეხბურთელების სიას ამჯერად ჩელსის ტალანტი ნონი მადუეკე შეემატა.

22 წლის ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა, ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ინგლისელი ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

34 views
error: დაცული კონტენტი !