TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩელსი ჯეკსონის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და მილნს ჩელსის ფორვარდი ნიკოლას ჯეკსონი შესთავაზეს.

სენეგალელი ფეხბურთელი იჯარის წესით ბაიერნში თამაშობს, თუმცა ის სეზონის ბოლოს ლონდონში დაბრუნდება და ჩელსი ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვას ეცდება.

სკირას თქმით, ჩელსი სენეგალელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდას იტალიური გრანდები არც კი განიხილავენ.

იუვე ჯეკსონის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)