ბუფონი:“ ჩრდილოეთ ირლანდიას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია“
იუვენტუსის ლეგენდამ და იტალიის ნაკრების სტაფის წევრმა ჯიჯი ბუფონმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ გასული 120 დღის განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა დავფიქრებულიყავით მომდევნო მატჩების მნიშვნელობაზე და საბოლოო ვერდიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენ ჩრდილოეთ ირლანდიას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ გუნდი მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯება, ეს მათი დამარცხებისთვის საკმარისი იქნება. ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების უნდა ირწმუნონ და საერთ მიზნის მსაღწევად ყველაფერი გააკეთონ.
„ეს ძალიან დიდ წნეხთან არის დაკავშირებული, მაგრამ მჯერა, რომ ბიჭები მზად არიან.“
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ჩრდილოეთ ირლანდიას 26 მარტს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
