TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრიტანული მედია: არსენალი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობს

ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, არსენალმა იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

მეთოფეები ტრავმირებული გაბრიელ ჟესუსის შემცვლელის ძიებაში არიან, ვინც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და მიკელ არტეტას პრიორიტეტული სამიზნე სწორედ ვლაჰოვიჩი გახლავთ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 60-65 მილიონ ევროს გადაიხდის.

error: დაცული კონტენტი !