ბრემერი სავარაუდოდ მსოფლიო საკლუბო მუნდიალისთვის მზად იქნება
გლეისონ ბრემერი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ბრაზილიელი მცველი ჯერჯერობით დარბაზში ვარჯიშობს, თუმცა მომდევნო კვირებში პოზიტიური ცნობების შემთხვევაში მას მოედანზე ინდივიდუალური ვარჯიშების გაკეთება შეეძლება.
La Stampa-ს ცნობით, გლეისონს იმედი აქვს, რომ საკლუბო მუნდიალისთვის იუვენტუსის განკარგულებაში იქნება.