TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერი:“ იუვენტუსში დიდი ხანი დარჩენა და ტიტულებისთვის ბრძოლა მინდა“

იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა, ვინც ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა (დეტალები იხილეთ აქ), Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ახალი კონტრაქტი ? მე ძალიან ბედნიერი ვარ. იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომელიც მე განვითარებაში მეხმარება, მე აქ უმაღლეს დონეზე თამაშისა და ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ამქვს, იუვე ძალიან ამბიციური გუნდია და ჩვენ ერთად შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგვიძლია.

„ინტერესი სხვა გუნდების მხრიდან ? ვიცი, რომ ჩემს მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენდა, თუმცა მე უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გრანდში ვთამაშობ და მისი დატოვების არანაირი მიზეზი არ მაქვს. მე ამ მაისურისთვის ბრძოლა და წლების განმავლობაში ტიტულების მოგება მინდა.

„იქონია თუ არა ჯუნტოლი-მოტას ფაქტორმა გავლენა ? რა თქმა უნდა, მე ამ პროექტის მწამს და ვიცი, რომ იტალიის თასი, რომელიც ჩვენ გასულ სეზონში მოვიგეთ, მხოლოდ დასაწყისია.

„ჯუნტოლი ? მისმა მოსვლამ მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გუნდს ამბიციური პროექტი აქვს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ის კარგი მოტივატორია.

„მოტა ? ის დიდებული მწვრთნელია, ჩვენ პორტუგალიურად ვსაუბრობთ, რაც სასიამოვნოა. ჩვენი მენტალობა ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენ ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ და სეზონისთვის მზად ვიქნებით.

„ამბიციები ახალ სეზონში ? ეს გამორჩეული სეზონი იქნება, პირველი წელი ახალ მწვრთნელთან ერთად, მაგრამ იუვენტუსი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის.

„გარემო გუნდში ? ვფიქრობ, ჩვენ ახლა უფრო ერთიანი ვართ. ეს არც გასულ წლებში გვაკლდა, თუმცა გუნდში მიმდიანრე ცვლილებებს გარკვეული ენთზიაზმი მოაქვს.

„იუვენტუსის რომელ ლეგენდარულ მცველს ვადარებ საკუთარ თავს ? კიელინის. როდესაც მე ბრაზილიიდან იტალიაში ჩამოვედი, მაძარი მეუბნებოდა, რომ თამაშის სტილით კიელინის ვგავდი. ჯორჯო ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო, ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშეთ, მაგრამ მასთან გასაუბრება მომერიდა, იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ კი მე მას მაისური ვთხოვე და ერთმანეთს ძალიან დავუმეგობრდით. სამწუხაროა, რომ ერთად თამაში არ მოგვიწია.

„4-მცველიანი სქემა ? ჩვენი ახლანდელი შემადგენლობა ამ სქემას უკეთ ერგება. ჩვენ ტაქტიკურ ასპექტებზე ვარჯიშების დროს ბევრს ვმუშაობთ, ვართ უფრო აგრესიულები და ბურთის მეტად შენარჩნება გვსურს.

„დუგლას ლუისი ? ის დიდებული ფეხბურთელია და ჩვენ ეს გასულ მატჩშიც ვნახეთ. ბრაზილიაში ყოფნისას მე მას ვუთხარი, რომ ლუისი იუვენტუსს შესანიშნავად მოერგებოდა. ქომაგები ძალიან მალე ნახავენ, თუ რამდენად შესანიშნავი ფეხბურთელი შეუერთდა ჩვენს რიგებს.

„სკუდეტო ? ინტერი ფავორიტია, თუმცა ჩვენ მათ კონკურენციას აუცილებლად გავუწევთ.“