ბონუჩი:“ კონტემ გვასწავლა, თუ რას ნიშნავს იყო იუვენტუსის წევრი“
იუვენტუსის და იტალიიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ Radio TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ფეხბურთი ყოველთვის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო. ყველაფერი სახლის კორიდორებში, ძმასთან ერთად თამაშით დაიწყო, შემდეგ შენობების კიბეებზე გადაინაცვლა, შემდეგ ქუჩებში, ბოლოს კი აკადემიაში. ფეხბურთი გახდა ჩემი სიყვარული, რომელიც მე მამაჩემისგან და ჩემი ძმისგან გადმომეცა.
„ჩემი პოზიცია ? წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ 16 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი მახასიათებლები მცველისთვის იდეალური იყო.
„იუვენტუსში ტრანსფერი ? ეს ოცნების ახდენა იყო. მე სამხრეთ აფრიკაში გამართული ჩემპიონატიდან, რომლის დროსაც მოედანზე არც ერთი წუთი არ გამიტარებია, დაბრუნება ნაადრევად მომიწია, რადგან ტურინში მელოდებოდნენ. იქ ჩასვლა და ნახვა, თუ რამდენად განსხვავებული სამყარო, რამდენად დიდი ორგანიზაცია იყო იუვენტუსი, ერთგვარი შოკი გახლდათ. პირველი პერიოდი მარტივი არ იყო, მე გასახდელში გამორჩეული ჩემპიონების გვერდით მიწევდა ყოფნა და მაშინ იუვენტუსს საუკეთესო პერიოდი არ ჰქონდა, მაგრამ მე მუშაობას ვაგრძელებდი და ვიცოდი, ადრე თუ გვიან ჩემი დრო მოვიდოდა.
„BBC ? ჩვენ ნაპოლისთან მატჩისთვის ვემზადებოდით და ეს ფორმაცია პირველად შეხვედრამდე 2 დღით ადრე ვცადეთ, რამაც გაამართლა და რაც დრო გადიოდა, ჩვენ სულ უფრო უკეთესები ვხვდებოდით. მე ყოველთვის 4-მცველიან სქემაში ვთამაშობდი და თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ჩემს გვერდით გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ და ეს ძალიან დამეხმარა.
„კონტე ? ანტონიო კონტე ლიდერობის მხრივ გამორჩეული იყო. მან მოსვლის შემდეგ მთელი გუნდის მენტალიტეტი შეცვალა, ანტონიომ გვასწავლა, თუ რას ნიშნავს იყო იუვენტუსი, რას ნიშნავს გაიმარჯვო იუვენტუსთან ერთად. კონტე არის იმ მენტალიტეტის მატარებელი, რომელიც იუვენტუსის ისტორიას ასახავს: გამარჯვება არის ერთადერთი რამ, რასაც მნიშვნელობა აქვს.
„მილანში ტრანსფერი ? ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებას ბევრი არ ეთანხმება, მაგრამ იმ მომენტში და სიტუაციაში სახლის დატოვება, სახლის, რომელსაც იუვენტუსი ჰქვია სწორი იყო. ეს ძალიან რთული იყო, რომლის გარეშეც ახლა არ ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც ვარ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
