TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონუჩი:“ იუვეს ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეუძლია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გამარჯვებისთვის დაბადებული ? გამარჯვებამდე, წვალებისთვის ვიყავი დაბადებული (იცინის, ავტ.). იუვენტუსში პირველი სეზონი არც თუ ისე წარმატებული იყო, თუმცა შემდეგ ანტონიო კონტე მოვიდა, გამოიგონა 3-მცველიანი სქემა და ჩვენ გამარჯვება დავიწყეთ.

„პირველი სკუდეტო ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ ტიტული სახლში დავაბრუნეთ და ამან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა.

„ჩემპიონთა ლიგა ? ახალ ფორმატზე ჯერჯერობით რაიმეს თქმა რთულია. ვფიქრობ, განმეორებით მატჩს გარკვეული ეფექტი ჰქონდა, ახლა კი სულ სხვა გზის გავლა გიწევს. როგორც მაყურებელს, მე ახალი ფორმატი მომწონს. იუვენტუსმა ძალიან კარგი სტარტი აიღო და ვფიქრობ, ბიანკონერის ძალიან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

„სკუდეტო ? ტიტულისთვის ინტერი, იუვე და ნაპოლი იბრძოლებენ. ასევე არც ლაციოს, მილანისა და ატალანტას ჩამოწერა შეიძლება, თუმცა ფავორიტები აღნიშნული ტრიოა.“