TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბოლო ცნოები ილდისის, მაკკენისა და კონსეისაუს ტრავმების თაობაზე

კენან ილდისის, უესტონ მაკკენისა და ჩიკო კონსეისაუს თამაში ბრიუგესთან მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ილდისს არანაირი სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა, მას კუნთის გადაღლილობა აქვს, რის გამოც დიდი ალბათობით ბრიუგესთან მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ფლექსორის კუნთის გადაღლილობა აქვს უესტონ მაკკენისაც და მისი თამაშის თაობაზე ბრიუგესთან მატჩში საბოლოო გადაწყვეტილებას სამედიცინო შტაბი ხვალ მიიღებს.

განცალკევებით მუშაობას აგრძელებს ჩიკო კონსეისაუ და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს.