ბოლო ცნობები იუვენტუსის ლაზარეთიდან…
იუვენტუსი სეზონის ბოლო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ტურინული გრანდი 38-ე ტურში ვენეციას ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს.
Il Bianconero-ს ცნობით, უესტონ მაკკენის ტრავმა, ვინც გასული მატჩი მცირე დაზიანების გამო ვერ დაასრულა, სერიოზული არ აღმოჩნდა, ის გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა და ვენეციასთან შეხვედრაში იგორ ტუდორის განკარგულებაში იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ტეუნ კოპმეიენრსი და ფედერიკო გატი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი გუნდის დახმარებას.