ბოგა:“ სპალეტის ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“
ჯერემი ბოგამ უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცოდით, რომ სატურნირო ცხრილის მხრივ ეს შეხვედრა და თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
„პოზიტიური სტარტი იუვენტუსში ? მე აქ ჩემი შესაძლებლობების წარმოსაჩენად მოვედი. მწვრთნელი და თანაგუნდელები ძალიან თბილად დამხვდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ნიცაში 2 ძალიან რთული თვე მქონდა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი წარსულშია, მე კარგად ვვარჯიშობ და მზად ვარ, გუნდს ჩემი 100 პროცენტი მივცე.
„სპალეტი ? მისი ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. ლუჩიანომ ჩემი მოსვლის პირველი დღიდან ნდობა გამომიცხადა, რამაც თავდაჯერებულობა დამიბრუნა და მიხარია, რომ მის იმედებს ვამართლებ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
