TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბერნარდესკი:“ იუვეში მიმდიანრე ცვლილებები ნორმალურია, მოტა შესანიშნავი მწვრთნელია…“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ბიანკონერის რიგებში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

„რევოლუცია იუვეში ? როდესაც გუნდი ახალ პორექტს იწყებს, ეს სრულიად ნორმალური პროცესია. ახალი დირექტორი და ახალი მწვრთნელი გუნდს თავიანთ ხელს ატყობენ. ჯუნტოლიმ ძალიან კარგად იმუშავა, მე და ტიაგომ ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ვითამაშეთ და მაშინვე ნათელი იყო, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა. ის ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევდა.

„ტიაგოს აქვს გამოცდილება და ცოდნა იმისთვის, რომ დიდი მწვრთნელი გახდეს. ის არის სიმამაცისა და საფეხბურთო იდეების შესანიშნავი კომბინაცია. ასაკის მიუხედავად, ის თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს.

„ვლაჰოვიჩი ? ის დიდებული ფორვარდია, მაგრამ როგორც სხვა შემტევებს, მასაც უნდა შეუქმნა სიტუაცია, რომ თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. დუშანი ახლა უფრო დაღვინებულია, მეტი გამოცდილებით, მას 25 გოლის გატანა თავისუფლად შეუძლია.

„კიეზა ? მე მის გამო ბედნიერი ვარ, ფედე პრემიერ ლიგაში თავს აუცილებლად წარმოაჩენს. არ ვიცი, რა მოხდა მასსა და იუვეს შორის, მაგრამ მათი გზები გაიყო და ახლა ყველამ მომავალზე უნდა იფიქროს.

„გონსალესი ? ნიკოს დიდებული მახასიათებლები აქვს, არგენტინის ნაკრებში შემთხვევით არავინ ხვდება, მას აქვს ყველაფერი, რომ იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.

„კოპმეიენრსი ? შესანიშნავი შენაძენი. ტეუნს ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, რეგულარულად გააქვს გოლები და აკეთებს ასისტებს. დარწმუნებული ვარ, მოტასთან ერთად თითოეული ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს გვაჩვენებს.

„სკუდეტო ? იუვენტუსმა გასულ სეზონშიც იბრძოლა და სეზონის პირველი ნახევარი ძალიან კარგად ჩაატარა, შემდეგ კი გუნდს რესურსი არ ეყო. ნერაძური ფავორიტია, რადგან ინტერში ბევრი ცვლილება არ მომხდარა და მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა გამარჯვებისთვის ბევრი ბრძოლა მოუწევთ.“