TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბერარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სასუოლოს გარემარბის დომენიკო ბერარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იტალიელი კრისტიანო ჯუნტოლის მთავარი სამიზნე არ არის, თუმცა თუ გუნდს შეტევის გაძლიერება პრიორიტეტული ფეხბურთელებით არ გამოუვიდა, ტურინული გრანდი ბერარდის კანდიდატურას მიუბრუნდება.

ბერარდის მომდევნო სეზონში სერია ბ-ში თამაში არ სურს, ამიტომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნეროვერდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. სასუოლო მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.