ბენფიკას ფორვარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ბენფიკას ფორვარდის კასპერ ტენგსტედტის ტრანსფერით ინტერესდება.
24 წლის დანიელი ფორვარდი იჯარის წესით ვერონას რიგებში ასპარეზობს და მის აქტივში მიმდინარე სეზონში 6 გოლია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბენფიკა იანვარში ფეხბურთელის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება და მის სანაცვლოდ 5-6 მილიონ ევროს ითხოვს.