ბარძალი:“ ლიგაზე წაგებული ფინალების გამო იმედგაცრუებას ჯერ კიდევ ვგრძნობ“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„რითი ვარ დაკავებული კარიერის დასრულების შემდეგ ? მე ძირითადად დროს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ვატარებ, ასევე სიცილიაში მაქვს ღვინის ბიზნესი.
„ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას ? მე ლიცენზია ავიღე, მაგრამ ჯერჯერობით რიამე კონკრეტულის თქმა მიჭირს. მომავალში მწვრთნელის ამპლუაში ჩემი თავის ნახვა მინდა, მაინტერესებს, გავუმკლავდები თუ არა ამ გამოწვევას.
„BBC-ს ტრიო ? ამ ტრიოს შექმნა ანტონიო კონტეს დამსახურებაა, მან სწორი ბალანსი იპოვნა და 3 განსხვავებული ფეხბურთელის ერთად გამოყენების გზა ნახა. ის სეზონი ჩვენ 4-მცველიანი სქემით დავიწყეთ, თუმცა კონტემ იპოვნა საჭირო ბალანსი და ჩვენ 3 მცველზე გადავერთეთ, რამაც გაამართლა კიდეც.
„კონტე ? მას შესანიშნავი ქარიზმა აქვს, ანტონიო თითოეულ ფეხბურთელს განვითარებაში და პოტენციალის სრულად გამოყენებაში ეხმარება, მას ძალიან ბევრი ინოვაციური იდეა ჰქონდა, რაც მან იუვენტუსში გატარებულ 3 წელში ბევრჯერ დაამტკიცა.
„სხვაობა კონტესა და ალეგრის შორის ? ისინი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან, მაგრამ მენტალიტეტის მხრივ ერთმანეთს ძალიან გვანან, ორივე მათგანისთვის გამარჯვება უმნიშვნელოვანესი მიზანია.
„რა მოხდა კარდიფის ფინალურ მატჩში შესვენების დროს ? ამ თემაზე ძალიან ბევრი დაიწერა, თუმცა რეალურად გასახდელში არაფერი არ მომხდარა.
„2 მარცხი ლიგის ფინალში ? ჩვენ ფინალებში ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ დიდ იმედგაცრუებად რჩება, რადგან ჩვენ ფინალში სათამაშოდ ბევრი ვიშრომეთ, თუმცა ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელით.“