ბარსელონა კამბიაზოს აკვირდება
იტალიელი ჟურნალისტის დარიო პელეგრინის ინფორმაციით, ბარსელონა ანდრეა კამბიაზოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ბლაუგრანას სკაუტები იტალიელ ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებიან და მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირებში გუნდებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.
იუვენტუსი კამბიაზოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ დაახლოებით 40-45 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
