TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბარონი:“ იუვე შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ მატჩს მომზადებულები ვხვდებით“

ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), იუვენტუსი – ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი ბიანკოჩელესტის მწვრთნელმა მარკო ბაორნიმ გააკეთა.

„ჩვენ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება. იუვენტუსს ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავს და ამას სტატისტიკაც ამტკიცებს, ისინი იტალიაში ბურთის ფლობის მხრივ საუკეთესოები არიან, ქმნიან მომენტებს, გოლს კი ფაქტობრივად არ უშვებენ, ისინი არიან კომპაქტურები და თამაშიბენ ძალიან კარგ ფეხბურთს.

„ვიცით, თუ რამდენად რთული შეხვედრა იქნება ხვალ, მაგრამ ეს ჩვენთვის არის კიდევ ერთი შანსი იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობები უმაღლესი დონის მეტოქის წინააღმდეგ დავამტკიცოთ.

„გენდუზი ? ის ხვალ ითამაშებს, მაგრამ ჯერჯერობით სასტარტოსთვის მზად არ არის.“