ბალძარინი:“ ელკანი პლატინის გუნდში მიყვანას ცდილობს, რაც დელ პიეროს იუვეში დაბრუნებას ფაქტობრივად გამორიცხავს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ დაადასტურა, რომ ჯონ ელკანს იუვენტუსის პრეზიდენტის პოზიციაზე მიშელ პლატინის ხილვა სურს.
„ელკანს გუნდში პლატინის ხილვა უკვე დიდი ხანია სურს, თუმცა ჯერჯერობით მიშელი უარზეა.
„არ ვიცი, უნდა თუ არა პლატინის ფეხბურთში დაბრუნება, მან აქამდე უკვე თქვა, რომ ჯერჯერობით ისეთი წინადადება არ მიუღია, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია.
„ელკანი პლატინის დაყოლიებას ბოლომდე ეცდება, მისი იუვენტუსში მისვლა კი ალესანდრო დელ პიეროს დაბრუნებას ფაქტობრივად გამორიცხავს.
„დელ პიეროს სურს, რომ იუვენტუსში დაბრუნების შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებდეს, როგორც მილანში მალდინი გახლდათ.“

 
                 
                 
                