ბაიერნის ინტერესი ბრემერის მიმართ სერიოზულია
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბაიერნი იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ჯერჯერობით იუვენტუსს გერმანული გრანდისგან კონკრეტული წინადადება არ მიუღია, თუმცა ბრემერი რეკორდმაისტერთა ერთ-ერთ სამიზნედ მოიაზრება.
დი მარციოს თქმით, შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ლუჩიანო სპალეტი ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
