ბაიერნი დევიდის ტრანსფერით ინტერესდება
გერმანული წყაროების ცნობით, ბაიერნი იუვენტუსის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერით ინტერესდება.
კრისტიან ფალკის ცნობით, გერმანული გრანდი დევიდის მიმართ ინტერესს გასული ზაფხულიდან მოყოლებული იჩენს და სეზონის ბოლოს ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ მოიაზრებს.
დევიდი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერი კანადელი ფორვარდის 25-30 მილიონად გაყიდვას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
