ატლეტიკო გონსალესის 25 მილიონად გამოსყიდვას ეცდება
ატლეტიკო ნიკო გონსალესის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელის შენარჩუნებას მაინც ეცდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ და იუვენტუსთან მოლაპარაკებებს გეგმავენ.
წყაროს ინფორმაციით, ატლეტიკოს იმედი აქვს, ფეხბურთელის შენარჩნებას დაახლოებით 25 მილიონად შეძლებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
