ატლეტიკო სორლოთის გაშვების წინააღმდეგი არ არის
იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და გუნდები რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავენ.
ერთ-ერთი მათგანი ალექსანდერ სორლოთია, ის იუვენტუსის შეტევის გასაძლიერებლად გუნდის პრიორიტეტულ სამიზნედ მოაიზრება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი ამ ტრანსფერს მხარს უჭირს და ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც ატლეტიკოა.
ესპანური გუნდი მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსს არ გაუჭირდება. ახლა მხარეები ტურინულ გრანდსა და ნორვეგიელ ფორვარდს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინში არიან.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
