TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტამ კოპმეინერსის შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატალანტა სელტიკის ნახევარმცველის მატ ო’რაილის ტრანსფერზე გააქტიურდა.

წყაროს ცნობით, ლა დეა 23 წლის დანიელს ტეუნ კოპმეინერსის შემცვლელად მოიაზრებს, ვინც თავის მხრივ იუვენტუსს უახლოვდება.

რომანოს ცნობით, იუვენტუსი ლა დეას კოპმეინერსის თაობაზე ოფიციალური წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავს.