ატალანტა რეტეგის გაყიდვას არ აპირებს
იტალიური მედიის ცნობით, ატალანტა ზაფხულში მატეო რეტეგის გაყიდვას არც კი განიხილავს.
26 წლის იტალო-არგენტინელი ფორვარდი ლა დეას რიგებში დიდებულ სეზონს ატარებს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში 28 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ის სერია ა-ს კაპოკანონიერე გახდება.
რეტეგის კარგი თამაში ევროპულ გრანდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ, მისი სახელი გასულ კვირებში არაერთ გრანდს, მათ შორის იუვენტუსს დაუკავშირეს, მაგრამ SportItalia-ს ცნობით, ლა დეა რეტეგის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვასაც არ აპირებს, ის გუნდისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
