TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტა კოპმეიენრსის თაობაზე დათმობაზე წასვლას დათანხმდა

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერთან ახლოს არის.

დუგლას ლუისისა და კეფრენ ტურამის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლის გუნდის ნახევარდაცვაზე მუშაობის დასრულება სწორედ ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერით სურს.

წყაროს ცნობით, ლა დეას პოზიცია ბოლო პერიოდში შემსუბუქდა და ახლა ბერგამოელები კოპმეიენრსის 50 მილიონი ევროსა და ბონუსების სანაცვლოდ გაშვების წინააღმდეგები არ არიან.

იუვენტუსს ატალანტასთვის საბოლოო წინადადების გასაკეთებლად რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის კიეზას, ჰანს ნიკოლუსის ან დინ ჰეისენის გაყიდვა მოუწევს.