ატალანტა დი გრეგორიოს ტრანსფერით ინტერესდება
ატალანტა იუვენტუსის კარის დარაჯის მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერით ინტერესდება.
მარკო კარნესეკი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ლა დეას რიგებს დატოვებს, რადგან იტალიელს მსურველების რიგი უდგას და Calciomercato-ს ცნობით, ატალანტა მის შეცვლას სწორედ დი გრეგორიოთი გეგმავს.
ატალანტას სპორტული დირექტორი სავარაუდოდ კრისტიანო ჯუნტოლი გახდება, ბერგამოში მისი გადასვლა სწორედ ჯუნტოლის ინიციატივა იქნება. იუვენტუსს მიკელეს სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
