TuttoJuve

Juve per sempre sarà

არსენალი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ მსუყე წინადადებას ამზადებს

ინგლისურ მედიაში არსენალის მხრიდან დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.

გამოცემა TeamTalk-ის ინფორმაციით, ლონდონური გრანდი იუვენტუსს სერბი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 65-70 მილიონ ევროს შესთავაზებს და დიდი ალბათობით ბიანკონერი ამ წინადადებაზე უარს არ იტყვის.

წყაროს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, შეეცდება თუ არა არსენალი ფეხბურთელის იანვარში გაფორმებას, თუ ინგლისელები სეზონის დასრულებას დაელოდებიან…

27 views
error: დაცული კონტენტი !