TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არაუხოს იუვენტუსში ტრანსფერი გართულდა

იუვენტუსი ბარსელონას ფეხბურთელის რონალდ არაუხოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მისი გაფორმების შანსი საგრძნობლად შემცირდა.

ამის მიზეზი ბარსელონას მცველის ინიგო მარტინესის ტრავმა გახდა, რომელიც ფეხბურთელმა გუშინდელი ელ კლასიკოს მსვლელობისას მიიღო, მოედანი ნაადრევად დატოვა და ის სწორედ არაუხომ ჩაანაცვლა.

იუვენტუსი ურუგვაელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ბარსელონა დიდი ალბათობით მის გაყიდვაზე უარს იტყვის.

error: დაცული კონტენტი !