არა მხოლოდ ზირკზეე, იუვე ლუკას ტრანსფერზეც მუშაობს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი შეტევის გასაძლიერებლად არა მხოლოდ ჯოშუა ზირკზეეს, არამედ ლორენცო ლუკას ტრანსფერზეც მუშაობს.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და იუვენტუსს იტალიელი ფორვარდის თანხმბა უკვე აქვს. ლუკა ტურინელი გახლავთ, ის ბიანკონერის ქომაგია და ჯუნტოლის ფეხბურთელთან კონტრაქტის შეთანხმება არ გაუჭირდება.
პრობლემა უდინეზეს მიერ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროა, რის გადახდასაც ფორვარდში იუვე იანვარში ვერ შეძლებს, რადგან გუნდის პრიორიტეტი დაცვის გაძლიერებაა, ამიტომ დიდი ალბათობით ლუკას ტრანსფერზე ბიანკონერი მუშაობას სეზონის ბოლოს განაახლებს.