არა მხოლოდ მირეტი, ბოლონია აჯიჩის ტრანსფერზეც მუშაობს
იუვენტუსსა და ბოლონიას შორის რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ტურინული გრანდი ბოლონიადან ჯონ ლუკუმისა და სანტიაგო კასტროს ტრანსფერებით ინტერესდება, როსობლუ კი თავის მხრივ იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტების ვასილიე აჯიჩისა და ფაბიო მირეტის გაფორმებას ცდილობს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალონ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
