TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ ლუისი, იუვენტუსი მის მეგობარ გოგონასაც გაიფორმებს

იტალიური მედიის ინფორამციით, დუგლას ლუისთან ერთად, იუვენტუსი ასტონ ვილას ქალების გუნდს ალიშა ლემანსაც გაიფორმებს.

ლემანი, რომელიც ქალების ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გახლავთ, დუგლას ლუისის მეგობარი გოგონაა, ამიტომ გუნდებს შორის მოლაპარაკებები 25 წლის შვეიცარიელის თაობაზეც მიმდინარეობს.

ლემანს სხვადასხვა სოციალურ ქსელში 30 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამიტომ მისი იუვენტუსის ქალების გუნდში გადასვლა ბიანკონერის კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.